გზამკვლევი

გენდერული დეზინფორმაცია და გენდერულად მგრძნობიარე გაშუქება – გზამკვლევი ჟურნალისტებისთვის

ბოლო წლებში გენდერული დეზინფორმაციის (gendered disinformation) სამიზნე სხვადასხვა ქვეყანაში საჯარო სივრცეში აქტიური ბევრი ქალი გახდა. გამონაკლისი არც საქართველოა. ჩვენს ქვეყანაშიც ქალ ჟურნალისტებს, ქალ აქტივისტებს, ქალ პოლიტიკოსებს შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების ატანა და ონლაინ თავდასხმებთან გამკლავება უწევთ.

ჩვენ გადავწყვიტეთ, შეგვეჯამებინა ძირითადი ინფორმაცია იმ ნაშრომებიდან, რომელთა ავტორებმაც გენდერული დეზინფორმაცია და მისი გავლენა შეისწავლეს, რათა  თქვენთვის უფრო სიღრმისეულად განგვემარტა ამ ფენომენის ბუნება და ის საფრთხეები, რომელთაც ის უქმნის ქალებს, დემოკრატიას და ეროვნულ უსაფრთხოებას მთელ მსოფლიოსა და საქართველოში. სამი ქალი ჟურნალისტის ისტორია, რომელსაც ასევე გიზიარებთ, კარგად აჩვენებს, თუ რისი გადატანა უხდებათ პრინციპულ პროფესიონალებს სხვადასხვა ქვეყანაში გენდერული დეზინფორმაციის ნიაღვართან დაპირისპირებისას. იმისთვის, რომ ხელი არ შეუწყონ გენდერული უთანასწორობის გაღრმავებას და არ შექმნან გენდერული დეზინფორმაციის გასავრცელებლად კიდევ უფრი მეტად ხელსაყრელი გარემო, ჟურნალისტებმა ქალების შესახებ მასალების მომზადებისას მეტი მგრძნობელობა უნდა გამოიჩინონ. რეკომენდაციები, რომელიც პროფესიულ ლიტერატურაში მოვიძიეთ, ამგვარი მგრძნობელობის გამომუშავებაში დაგეხმარებათ.

მოამზადა ლია ჩახუნაშვილმა

გენდერული დეზინფორმაცია და გენდერულად მგრძნობიარე გაშუქება – გზამკვლევი ჟურნალისტებისთვის

მსგავსი პოსტები

სოციალური მედიის გზამკვლევი

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გზამკვლევი

მაუწყებელთა თვითრეგულირების გზამკვლევი