3 ნოემბერს ტელევიზიით გავრცელდა კადრები, სადაც სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გამართულ ოპოზიციური პარტიების შეკრებაზე ,,ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი და პარტია ,,სამართლიანობისთვის” დამფუძნებელი ეკა ბესელია ერთმანეთში პრივატულად საუბრობენ. გავრცელებული კადრებიდან ისმის, რომ ბესელიამ ნათელაშვილი წარმოთქმული სიტყვისთვის შეაქო. ქებით კმაყოფილმა ნათელაშვილმა კი მას ღიმილით უპასუხა. ამ კადრებს სოციალურ ქსელში ნათელაშვილსა და ბესელიას შორის „ფლირტის“ ინტერპრეტაცია მიეცა და ვიდეო და ფოტომანიპულაციების ტალღა მოჰყვა. თითქოს მსუბუქი იუმორით დაწყებული ეს ტალღა დაცინვის კამპანიაში გადაიზარდა და მორალური კრიტერიუმებით გაკიცხვის, კერძოდ კი, ეგრეთ წოდებული „სლატშეიმინგის“ (slut-shaming) ფორმა მიიღო.
„სლატშეიმინგი“ (slut-shaming), რომელიც სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც ბოზობით შერცხვენა, გულისხმობს ადამიანების, უმეტესად, ქალების და გოგოების კრიტიკას იმის გამო, რომ მათი ქცევა, გარეგნობა თუ ჩაცმულობა არ შეესაბამება სექსუალობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ გენდერულ ნორმებს და წარმოდგენებს. ასეთ ქცევად თუ გარეგნობად მიიჩნევა, მაგალითად, სექსუალური, პროვოკაციული ჩაცმულობა, კონტრაცეპციის ხელმისაწვდომობის მოთხოვნა, ქორწინებამდელი სექსი ან შემთხვევითი სექსი. სლატშეიმინგი ასევე ხშირად გულისხმობს სექსუალური ძალადობის მსხვერპლის მთლიანად ან ნაწილობრივ დადანაშაულებას მისი ქცევითა თუ ჩაცმულობით ამ ძალადობის პროვოცირებაში. სლატშეიმინგი გამოიყენება ქალების შერცხვენის, სტიგმატიზების მიზნით. |
პატრიარქალურ საზოგადოებაში ასეთი თავდასხმები, თუნდაც იუმორისტული ხასიათის, ქალს უფრო დიდი სოციალური ფასი უჯდება, ვიდრე კაცს და მისი ეფექტი, ხშირად, გამოიხატება ქალების გაჩუმებით, მათი იძულებით, მოექცნენ ქცევის გარკვეულ ჩარჩოში და შეზღუდონ მონაწილეობა პოლიტიკურ საქმიანობაში.
3 ნოემბერს ხელისუფლების ოპონენტების მადისკრედიტირებელმა ფბ გვერდმა „სექტამ“ გამოაქვეყნა ოპოზიციის შეკრების დროს ნათელაშვილისა და ბესელიას საუბრის ამსახველი ვიდეო, კომენტარით: „ოო აქ დაცხაა ეჩალიჩება? “. იმავე დღეს ხელისუფლების ოპონენტების მადისკრედიტირებელმა ფბ გვერდმა „მიხეილ უკრაინოლოგმა“ ამ კადრებს გულები დაადო და შემდეგი სიტყვებით დაასათაურა: „ნათელაშვილი ბესელიას ლავსთორი“.
სექტა, 3 ნოემბერი: “ოო აქ დაცხაა ეჩალიჩება? ” | მიხეილ უკრანოლოგი, 3 ნოემბერი: “ნათელაშვილი ბესელიას ლავსთორი.
ააუუუ ვიტირებ ეხლა” |
ოპონენტების მადისკრედიტირებელმა კიდევ ერთმა ფეიბუკ ჯგუფმა „ნაცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო“ ვიდეომანიპულაციას მიმართა და ბესელიასა და ნათელაშვილს შორის საუბარი გადაფარა დიალოგით ფილმიდან „სიყვარული ყველას უნდა“. ეკა ბესელია თითქოს ამბობს: „გახსოვს ხირხალ რა გოგო ვიყავ? მაშ, იმის ღირსი ვიყავ, ეგრე მინდვრის თაგვივით მარტო დავრჩენილიყავი“
ნაცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო, 3 ნოემბერი: “ახალი ვერსია”
მსგავსი ვიდეოები 3 ნოემბერს ატვირთეს ოპონენტების მადისკრედიტირებელმა სხვა ფეისბუკ ჯგუფებმა და გვერდებმა „გასამართლდეს ნაციონალური მოძრაობა“, „ტერენტი გლდანელი“, „რეალობა“ და „ნაცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო“. ამ ვიდეობს შეურაცხმყოფელი მინაწერები ჰქონდა: „ცუდათ ვარ. ფლირტიაობენ ბონძღები“, „რომეო ნათელაშვილი და ჯულიეტა ბესელია “, „როგორი საყვარლები ხართ თქვე ტუტუცებო“ და „Lავ Sთორი ,,სიყვარული ფანჩატურში“”
მეორე დღეს, 4 ნოემბერს, ამ მიმართულებით განსაკუთრებით აქტიურობდა ოპონენტების მადისკრედიტირებელი ფეისბუკ ჯგუფი „ნაცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო“, რომელიც მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ფოტომანიპულაციებს და მემებს დებდა: ეკა ბესელიას და შალვა ნათელაშვილის ფოტოები ჩასმული იყო კადრში ფილმიდან „ტიტანიკი“, გუსტავ კლიმტის ნახატში – „კოცნა“, ბათუმის „ალი და ნინოს“ ქანდაკებაში, ტელესერიალ „კასანდრას“ აფიშაში.
ნაცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო, 4 ნოემბერი: „წაუტიტანიკეს“ | ნაცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო, 4 ნოემბერი: „არტ❤️“ |
ნაცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო, 4 ნოემბერი: „მორიგი ესკიზი“. | ნაცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო, 4 ნოემბერი: „ხვალიდან ახალი სერიალი ქართულ ტელესივრცეში….“ |
მსგავსი ვიზუალური მასალა ასევე გაავრცელეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა გვერდმა „ლიდერი 41“ და ხელისუფლების ოპონენტების მადისკრედიტირებელმა გვერდმა „მიხეილ უკრაინოლოგი“
ხელისუფლების ოპონენტების მადისკრედიტირებელი ჯგუფის „სიმართლის გზის“ მიერ დადებულ „ტიტანიკის“ ფოტოზე გაკეთებულია წარწერები მეგრულად, რომლებიც შალვა ნათელაშვილის ცოლს, ბელა ალანიას მიემართება: „დედა ბელა სორექ. მუ დღეშიე სკანი ქომონჯი ბელა. [დედა ბელა სად ხარ, რა დღეშია შენი ქმარი ბელა] თაფლობის თვე ტიტანიკზე“.
ხელისუფლების ოპონენტების მადისკრედიტირებელმა გვერდმა „მეხუთე რეიხი“ კი ფოტომანტაჟის შედეგად შალვა ნათელაშვილის და ეკა ბესელიას საწოლში ყოფნის სცენის ვიზუალური მანიპულაცია შექმნა, სტატუსად კი მიუწერა „მიუცია “