გზამკვლევი

სოციალური მედიის გზამკვლევი

როგორ მოვიქცე, თუ ფეისბუკის კონკრეტული პოსტი სიძულვილის ენას შეიცავს?

  1. დააწკაპუნეთ პოსტის ზედა მარჯვენა კუთხეში და მონიშნეთ ‘Report post
  2. აირჩიეთ ვარიანტი, რომელიც ყველაზე კარგად აღწერს პრობლემას და მიჰყევით ინსტრუქციას.
  3. სიძულვილის ენის მონიშვნის შემთხვევაში, შესაძლოა რელევანტურობის მიხედვით აარჩიოთ, თუ რა სახის დისკრიმინაციასთან გაქვთ საქმე, მაგალითად, ‘სექსი და გენდერული იდენტობა’ (sex and gender identity), სექსუალური იდენტობა (sex identity) ან სხვა.
  4.  შემდეგ ეტაპზე ასევე შეგიძლიათ მონიშნოთ, თუ გაზიარებული კონტენტი იზოლაციას ან სეგრეგაციას უწყობს ხელს.

როგორ მოვიქცე თუ სიძულვილის ენის შემცველი პირადი შეტყობინება Facebook მესენჯერით მივიღე?

  • შეავსეთ ფეისბუკის ეს ფორმა
  • მიუთითეთ იმ პირის სახელი, რომელიც გიგზავნით მსგავს მასალას,
  • თუ მიმოწერის ‘სქრინშოტი’ გაქვთ, ატვირთეთ, ან შესაბამის ველში ჩასვით მიმოწერა (ჩააკოპირეთ),
  • აირჩიეთ ვარიანტი, რომელიც პრობლემას ყველაზე კარგად აღწერს,
  • თქვენივე სიტყვებით აღწერეთ, რა მოხდა და გაგზავნეთ ფორმა.

 

როგორ მოვიქცე, როდესაც სიძულვილის ენას Facebook-ზე შექმნილი ჯგუფი ავრცელებს?

  • გარეკანის ფოტოს (‘cover photo’) ქვეშ დაკლიკეთ სამწერტილზე
  • მონიშნეთ ან სიძულვილის ენა (Hate Speech) ან შევიწროება და ბულინგი (harassment and bullying) და მიუთითეთ ვინ არის ადრესატი.

როგორ მოვიქცე, თუ მომხმარებელი სიძულვილის ენის შემცველ კომენტარს ჩემს პოსტზე ტოვებს?

  • ისარი კომენტარს მიუახლოვეთ და სამწერტილზე დააწკაპუნეთ,
  • აირჩიეთ “Give feedback or report this comment”,
  • მონიშნეთ ‘Hate Speech’ და გაგზავნეთ (‘Send’).

 

 

მსგავსი პოსტები

გენდერული დეზინფორმაცია და გენდერულად მგრძნობიარე გაშუქება - გზამკვლევი ჟურნალისტებისთვის

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გზამკვლევი

მაუწყებელთა თვითრეგულირების გზამკვლევი