15 თებერვალს ანონუმურმა სახელისუფლებო ფეისბუქ-გვერდმა და იდენტური სახელწოდების ანგარიშმა ტერენტი გლდანელი, ასევე სხვა ფეისბუქ-ანგარიშებმა (1, 2) საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიასა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრ გიორგი ჩალაძის ფოტო გამოაქვეყნეს, რომელსაც “მთავარი არხის” ლოგო აქვს. კადრში მათ უკანა ფონზე ინტიმური შინაარსის ორი ნახატი ჩანს.
გავრცელებული ფოტოები პროგრამულადაა დამუშავებული. რეალურად, კედელზე არა ინტიმური შინაარსის ნახატები, არამედ დოკუმენტებია განთავსებული.
“ტერენტი გლდანელის” მიერ გავრცელებული კადრი ფოტომანიპულაციაა. კადრი “მთავარი არხის” ეთერიდან ამოჭრილი და შემდეგ ვიზუალურად დამუშავებულია.
ვიდეო, რომლიდანაც აღნიშნული კადრია ამოჭრილი გიორგი ჩალაძისა და “მთავარი არხის” ფეისბუქ-გვერდებზე 2022 წლის 5 მაისსაა გამოქვეყნებული. ორიგინალ კადრებში ვხედავთ, რომ გიული ალასანიასა და გიორგი ჩალაძის უკან კედელზე ინტიმური შინაარსის ნახატები არ არის განთავსებული. კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთ ჩარჩოში სერტიფიკატია ჩასმული, ხოლო მეორეში, სავარაუდოდ, დოკუმენტი.
გიული ალასანია და გიორგი ჩალაძე “მთავარ არხს” სტრასბურგში ვიზიტის შემდეგ ჩაერთნენ და ევროპარლამენტარებთან მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის განხილვის დეტალებზე ისაუბრეს.
“ტერენტი გლდანელს” ოპოზიციის, განსაკუთრებით კი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და მიხეილ სააკაშვილის მადისკრედიტირებელი დეზინფორმაციები და გაყალბებული ვიზუალი აქამდეც არაერთხელ გაუვრცელებია. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიებში:
- სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმის ყალბი ციტატა ვრცელდება
- როგორ გააერთიანა “თირკმელმა” სააკაშვილის წინააღმდეგ სახელისუფლებო და კრემლისტური ანგარიშები?
- ვინ ავრცელებს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერის პროგრამულად დამუშავებულ ფოტოს?
- “შუბლის ძარღვ გაწყვეტილების” და “ტერენტი გლდანელის” მანიპულაცია გაცნობის აპლიკაციის მეშვეობი