ელ. ბიბლიოთეკაკვლევები და ანგარიშები

ანტიგენდერული და ანტი-ლგბტქი მობილიზება საქართველოში – 2023

2023 წლის პირველი ნახევარი საქართველოში ანტიდასავლური, ანტილიბერალური, სექსისტური და ჰომოფობიური დისკურსის კიდევ უფრო გაძლიერებით აღინიშნა. წლების მანძილზე, სექსისტური და ჰომოფობიური სიძულვილის ენის ძირითად წყაროებს, ანტილიბერალური და ულტრამემარჯვენე აქტორები წარმოადგენდნენ, რასაც ბოლო პერიოდში ხელისუფლების მიერ კონსერვატიული რიტორიკის აქტიურად გამოყენება დაემატა.

გენდერის ტერმინის პოლიტიზირება და გენდერთან დაკავშირებული თემების პოლიტიკური ბრძოლისათვის გამოყენება, ზოგადად, ბოლო წლების გავრცელებული ტენდენციაა. საქართველოს შემთხვევაში, სექსისტური და ჰომოფობიური შინაარსი ანტიდასავლური და ანტილიბერალური განწყობების გაღვივებისა და კრემლისტური გავლენის გაძლიერებისათვის, ასევე ოპონენტების დისკრედიტირებისთვის გამოიყენებოდა.

წინამდებარე კვლევის მიზანია, ანტიგენდერული და ანტილიბერალური დისკურსის ანალიზი, იმ ძირითადი აქტორების შესწავლა, ვინც გენდერული და ლგბტქი იდენტობის თემებს მანიპულაციურ ან ყალბ კონტექსტში წარმოაჩენს, გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული, იმ ძირითადი გზავნილების გამოვლენა, რომელთაც ანტილიბერალური, ულტრამემარჯვენე და კონსერვატიული ძალები საზოგადოებრივი აზრის მობილიზებისათვის იყენებენ.

ანგარიშის I ნაწილი სექსისტური და ჰომოფობიური სიძულვილის ენის გამოყენების რაოდენობრივ მონაცემებს და ტერმინოლოგიას მიმოიხილავს. II ნაწილში მოცემულია თვისებრივი ანალიზი, რომელიც სექსისტური სიძულვილის ენის გამოყენების ინდიკატორების მიხედვითაა განხორციელებული, III ნაწილი კი იდენტობის, ღირებულებების, ოჯახის ინსტიტუტისა და ბავშვების დაცვის მოტივით, საზოგადოების მობილიზების მიზნით გავრცელებულ მთავარ გზავნილებს მიმოიხილავს.

ავტორები: ლელა ხომერიკი, თამარ კინწურაშვილი
მონიტორები: თამარ გაგნიაშვილი, სოფო ჩხაიძე, მაია ჩალაღანიძე, მარიამ ქავთარაძე, სოფო გოგაძე, ლიკა მაჭარაძე, ლეილა ჩხეტიანი
დიზაინი: ბესიკ დანელია
გარეკანის ფოტო: SHUTTERSTOCK
ბმული: ანტიგენდერული და ანტი-ლგბტქი მობილიზება საქართველოში – 2023

მსგავსი პოსტები

გენდერული დეზინფორმაცია 2023

სიძულვილის ენა წინასაარჩევნო დისკურსში, საპრეზიდენტო არჩევნები 2018

სიძულვილის ენისა და ანტიდასავლური განწყობების მონიტორინგი წინასაარჩევნო დისკურსში

ქალები პარტიებში