კვლევები და ანგარიშები

ქალები წარსულიდან

გამოცემაში წარმოდგენილია მე-19 საუკუნის მიწურულს/მე-20 საუკუნის დასაწყისში მოღვაწე 39 ქალის ავტორობით და/ან მათ შესახებ ქართულ მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია

გამოცემა საზოგადოებას შესაძლებლობას აძლევს გაეცნოს, როგორ აშუქებდნენ ქართული გაზეთები ქალთა აქტივობებს, რას წერდნენ თავად ქალები საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებზე, ასევე მოისმინოს ის უნიკალური აუდიო ჩანაწერები, რომლებიც საქართველოს ეროვნულ არქივშია დაცული ალმანახში შესულია იმ ქალთა ისტორიებიც, რომელთა მოღვაწეობაში, საქართველოს გარკვეული ადგილი ეკავა. გამოცემის მიზანია სხვადასხვა ეპოქაში მოღვაწე ქალთა შესახებ საზოგადოების უკეთ ინფორმირება და ისტორიული მაგალითების საფუძველზე, გენდერული თანასწორობის ღირებულების დამკვიდრება, ასევე ამ პროცესში მედიის განსაკუთრებული როლის წარმოჩენა. გამოცემა ადასტურებს, რომ XIX-XX საუკუნის ქართული მედია ამ თვალსაზრისით ღირებულ წყაროს წარმოადგენს.

გამოცემის თარიღი: დეკემბერი, 2013 წელი
გამომცემელი: მედიის განვითარების ფონდი
სარედაქციო ჯგუფი: თამარ კინწურაშვილი, თამარ ხორბალაძე, ქეთევან მსხილაძე; მკვლევარი სოფო გოგაძე
გამოცემა მომზადდა პროექტის „ქალები წარსულიდან – მაგალითი მომავლისთვის” ფარგლებში, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის UNESCO-სა და საქართველოს იუნესკოს ეროვნული კომისიის მხარდაჭერით

ბმული: ქალები წარსულიდან

მსგავსი პოსტები

ანტიგენდერული და ანტი-ლგბტქი მობილიზება საქართველოში - 2023

გენდერული დეზინფორმაცია 2023

სიძულვილის ენა წინასაარჩევნო დისკურსში, საპრეზიდენტო არჩევნები 2018

სიძულვილის ენისა და ანტიდასავლური განწყობების მონიტორინგი წინასაარჩევნო დისკურსში