“გენდერ ბარომეტრის” მიზანია, საჯარო პირების მიმართ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევების მხილება და ამ მხრივ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება. პროექტს ორი არასამთავრობო ორგანიზაცია, მედიის განვითარების ფონდი (MDF) და კავშირი „საფარი“ ახორციელებს.

MDF წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში სოციალურ ქსელებში ქალი პოლიტიკოსების მიმართ გამოყენებული სექსისტური და სიძულვილის ენის მონიტორინგს ატარებს, ხოლო კავშირი „საფარი“ ამ კვლევის მეტოდოლოგიასა და ინდიკატორებზე მუშაობს.

პარტნიორი ორგანიზაციების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ მედიის განვითარების ფონდისა და საფარის ვებ-გვერდებს.

პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით. გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.