ქალები წარსულიდან

ანასტასია ბაგრატიონ-დავითაშვილი (მაჩაბელი) – საზოგადო მოღვაწე

1869-1917

იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების თავმჯდომარე. ხელს უწყობდა ქართული თეატრის განვითარებას.

დაქორწინებული იყო მწერალ, მთარგმნელ, პუბლიცისტ, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიურ წევრ ივანე მაჩაბელზე.

 

გაზეთი “საქართველო”  #196, 6 სექტემბერი, 1917
ქრონიკა: “ან. მაჩაბლის გარდაცვალების გამო ქართველ მსახიობთა საპროფესიო კავშირის საბჭომ თავის სხდომაზე 4 აგვისტოს 1917 წ. განიხილა აწ განსვენებულ ანასტასია ალექსანდრეს ასულის მაჩაბლის დიდი ღვაწლი ქართულ თეატრისადმი და მისი დაუღალავი ზრუნვა ქართველ მსახიობის ნივთიერ და სულიერ გაუმჯობესებისათვის და დაადგინა: პირველ პენსიას, რომელსაც მსახიობთა კავშირი დაუნიშნავს რომელიმე მსახიობს, დაერქვას ანასტასია ალექსანდრეს ასულის მაჩაბლის სახელობის პენსია, ხოლო გვირგვინის ნაცვლად 25 მანეთი გადაეცეს ქართულ გიმნაზიასთან არსებულ უფასო სასადილოს  გამგეობას.”

მსგავსი პოსტები

ანასტასია თუმანიშვილი-წერეთელი - მწერალი, საზოგადო მოღვაწე

ალექსანდრა ჯაფარიძე - მთამსვლელი

თამარ ჭავჭავაძე - მსახიობი

ცეცილია წუწუნავა - მსახიობი