ქალები წარსულიდან

ელენე ახვლედიანი – მხატვარი

1901-1975

თბილისის სამხატვრო აკადემიის სტიპენდიანტი, ქართველ მხატვართა ჯგუფთან ერთად, 1922 წელს სასწავლებლად პარიზში გამეგზავრა. 1922-1927 წლებში კოლაროსის აკადემიაში სწავლობდა.

1927 წელს თბილისში დაბრუნების შემდეგ ფერწერასთან ერთად თეატრის მხატვრად მუშაობდა.

ელენე ახვლედიანის წვლილი განსაკუთრებულია პეიზაჟური მხატვრობის განვითარებაში. მისი გამორჩეული ნაშრომებია „ძველი თბილისი“ (1924),  „კახეთი-ზამთარი“ (1924), „ძველი თბილისი“ (1926, კერძო კუთვნილება, პარიზი), „პარიზის ერთ-ერთი კუთხე“ (1926,  საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), „თელავი“ (1927),  „ალაზნის ველი“ (1954), „იმერეთი“ (1956), „შემოდგომა“ (1959) და სხვა.

 

საქართველოს ეროვნული არქივი:
ელენე ახვლედიანის საუბარი ვერიკო ანჯაფარიძეზე /რადიო გადაცემა _ “შეხვედრა ვერიკო ანჯაფარიძესთან”, 12 აპრილი, 1967წ.

მსგავსი პოსტები

ანასტასია თუმანიშვილი-წერეთელი - მწერალი, საზოგადო მოღვაწე

ალექსანდრა ჯაფარიძე - მთამსვლელი

თამარ ჭავჭავაძე - მსახიობი

ცეცილია წუწუნავა - მსახიობი