1875-193?
ელეონორა ტერ-ფარსეგოვა, რომელიც 1902 წლიდან საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი იყო, პირველად 1908 წელს დააპატიმრეს. დაპატიმრების მიზეზი 1905 წლის 17 ოქტომბრის მანიფესტაციის შემდეგ იმ ჯგუფის წევრობა იყო, რომელმაც 1906 წელს სოხუმში მმართველობა რამდენიმე კვირით აიღო და მეფის ხელისუფლების სტრუქტურები ჩაანაცვლა. ჯგუფმა სახელისუფლებო სტრუქტურების პარალიზება გამოიწვია, ქალაქი დაიკავა და რამდენიმე კვირის განმავლობაში ინარჩუნებდა მმართველობას.
1918 წელს სოციალ-დემოკრატთა სიით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელთა კრების წევრად აირჩიეს. გაწევრიანებული იყო ჯანმრთელობისა და შრომის კომისიებში.
საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, 1921 წლიდან ანტი-საბჭოთა მოძრაობაში ჩაერთო. 1925 წელს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის არალეგალური ცეკას წევრად აირჩიეს. 1926 წელს კი დააპატიმრეს და საქართველოდან გადაასახლეს. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა.
სახალხო კალენდარი, 1920
საქართველოს პარლამენტის შემადგენლობა:
სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან არჩეულ იქმნენ:
…ტერ-პარსეგოვა-მახვილაძისა ელიეონორა მიხეილის ასული… ტორეშელიძე მინადორა ეფრემის ასული… შარაშიძე ქრისტინე გიგოს ასული… ბოლქვაძე ელისაბედ (ლიზა) იოსების ასული…