კვლევები და ანგარიშები

პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო პროგრამების გენდერმგრძნობელობა და ქალთა საჭიროებები

ანგარიშში წარმოდგენილია კვლევის შედეგები პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამებში ქალთა საკითხების ასახვის შესახებ

გამოცემა ორი ნაწილისგან შედგება: პირველი ნაწილი ეყრდნობა დოკუმენტების ანალიზს და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამოვლენილი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების საარჩევნო პლატფორმებს მიმოიხილავს; მიმოხილვის მიზანია გასცეს პასუხი კითხვას: უთმობენ თუ არა პოლიტიკური პარტიები თავიანთ საარჩევნო პროგრამებში ქალებისთვის აქტუალურ საკითხებს ყურადღებას;

მეორე ნაწილში წარმოდგენილია საქართველოს 9 ქალაქში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, რომელიც პოლიტიკურ პარტიათა საარჩევნო პროგრამებში ქალთა საჭიროებების ასახვას ისახავდა მიზნად; ხოლო დასკვნით ნაწილში კი მოცემულია რეკომენდაციები, რომლებიც ორივე კვლევას ეფუძნება.

გამოცემის თარიღი: 2015 წელი
გამომცემელი: მედიის განვითარების ფონდი
მკვლევარები და სარედაქციო ჯგუფი: ავტორები: ქეთი მსხილაძე, ლელა ხომერიკი;  რედაქტორი: თამარ კინწურაშვილი; მკვლევარები: ნინო ნარიმანიძე, მარინა მოდებაძე ახალციხე; სედა მელქუმიანი ახალქალაქი; ვირჯინია სტოლიარენკო გარდაბანი; არინა თავაქარაშვილი გორი; გვანცა ლუკავა ზუგდიდი; ნინო ქათამაძე, თამარ ტაბატაძე, გელა ბოჩიკაშვილი თბილისი; ოლგა ენდელაძე მარნეული; ნინა მარიკიანი ნინოწმინდა; ნანა ბაგალიშვილი სიღნაღი.
გამოცემა მომზადდა პროექტის „ქალები ცვლილებებისთვის” ფარგლებში. პროექტი განხორციელდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის” მხარდაჭერით.

ბმული: პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო პროგრამების გენდერმგრძნობელობა და ქალთა საჭიროებები  

მსგავსი პოსტები

სექსისტური ენა და გენდერული დეზინფორმაცია 2023

ანტიგენდერული და ანტი-ლგბტქი მობილიზება საქართველოში - 2023

გენდერული დეზინფორმაცია 2023

სიძულვილის ენა წინასაარჩევნო დისკურსში, საპრეზიდენტო არჩევნები 2018