არქივი

მრგვალი მაგიდა ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობაზე გორში

29 ნოემბერს გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მედიის განვითარების ფონდმა საარჩევნო პროცესში ქალთა ჩართულობის თემაზე მრგვალი მაგიდა გამართა.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო გორში ჩატარებული ქალთა გამოკითხვის შედეგები, რომელიც პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამებში  ქალთა საჭიროებების  სრულფასოვნად ასახვის მიზნით ჩატარდა.  გამოკითხვა ლიდერ ქალთა თანამშრომლობის ქსელის წევრმა არინა თავაქარაშვილმა ჩაატარა.

გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა უმეტესობა უპირატესობას ინფრასტრუქტურულ პროექტებს ანიჭებს (წყალსადენით  უზრუნველყოფილი სოფლების რაოდენობის გაზრდა  – 34; გაზიფიცირებული სოფლების რაოდენობის გაზრდა  – 34); შემდეგ ადგილზე მოდის შშმ პირთა სოციალური დახმარება (შეზღუდული შესაძლებლობის  გამო ყველა კატეგორიის პენსიის გაზრდა – 34); განათლების თემატიკა (სასკოლო განათლების ხარისხის აწევა, რათა დამატებით არ იყოს საჭირო რეპეტიტორთა ხარჯების გაწევა – 33); ოჯახური ძალადობის საკითხები (ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების ეფექტური სისტემის აწყობა, სოციალურ მუშაკთა ჩართულობის გაზრდა ძალადობის რისკის ქვეშ მყოფი ოჯახების მხარდასაჭერად -33); პარტიებისა და ამომრჩევლების ურთიერთობა (პარტიის პროგრამების დაყვანა კონკრეტულ ამომრჩევლამდე. პოლიტიკური პარტიების მიერ არა მხოლოდ ეროვნული მასშტაბის პროგრამების შექმნა, არამედ ადგილობრივი ლოკალური პროგრამებისაც, რომელშიც კონკრეტული რეგიონისა თუ ქალაქის გარკვეული უბნის ამომრჩეველი ქალი საკუთარ პრობლემების ამოცნობას შესძლებს -33) და სხვა საკითხები.

განსხვავებული პრიორიტეტები გამოიკვეთა ღია შეკითხვების დროს, რა დროსაც რესპონდენტებმა პრიორიტეტულ თემებად ქალთა ჩართულობა (14), დასაქმება (12) და ქალთა მიმართ ძალადობა (9) დაასახელეს.

მრგვალ მაგიდას გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ქალაქის მერის მოადგილე, გენდერის საკითხებში გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მრჩეველი, და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ასევე პოლიტიკური პარტიების – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ქართული პარტია, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა;  არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გამოკითხვა საქართველოს 9 ქალაქში ტარდება, ხოლო შედეგების საფუძველზე შემუშავდება რეკომენდაციები პოლიტიკური პარტიების მიმართ, საარჩევნო პროგრამების გენდერმგრძნობელობის გაზრდის და პოლიტიკურ პლატფორმებში ქალთა საჭიროებების ასახვის მიზნით.

პროექტი “ქალები ცვლილებებისთვის” საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხარდაჭერით ტარდება.

მსგავსი პოსტები

ფორუმი "ქალები ცვლილებებისთვის" საარჩევნო პლატფორმების გენდერმგრძნობელობას დაეთმო

ბლოგერების კონკურსში გამარჯვებულთა დაჯიდლოვების ცერემონია გაიმართა

ახალქალაქში ქალთა სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ დისკუსია გაიმართა

"ქალები ცვლილებებისთვის" - კონკურსი ბლოგერებისთვის ადგილობრივი ლიდერი ქალების გამოსავლენად