ქალები წარსულიდან

მაკო საფაროვა-აბაშიძე – მსახიობი

1860-1940

მაკო საფაროვა-აბაშიძე 1860 წლის 18 თებერვალს თელავში დაიბადა.

სასცენო მოღვაწეობა 1879 წელს ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის მიერ განახლებულ ქართულ პროფესიულ თეატრში დაიწყო. აქვე გაიცნო იმავე დასის წევრი ვასო აბაშიძე, რომელსაც მოგვიანებით ცოლად გაჰყვა. მსახიობის პროფესია აირჩია მათმა შვილმა ტასო აბაშიძემაც, რომელიც ცნობილი მსახიობი გახდა.

მაკო საფაროვას როლებიდან აღსანიშნავია: ნელი (“შეშლილი”), გლეხის გოგო ლიზა (“რაც გინახავს – ვეღარ ნახავ”), ფაიხოში (,,სამშობლო”),  კლოდინა,  ტუანეტი (მოლიერის კომედიები), ოფელია, კორდილია, დეზდემონა (შექსპირის კომედიები), ნატალია (“ხათაბალა”), ეფემია (“პეპო”) და სხვა.

მაკო საფაროვა რუსულ და ფრანგულ პიესებს ქართულ ენაზე თარგმნიდა.

 

გაზეთი “ივერია” #28, 5 თებერვალი, 1886
„ამ წარმოდგენის დაფნის გვირგვინი უეჭველი ეკუთვნის ჩვენის სცენის მნათობს, მაღალ ნიჭიერს არტისტკას მ.მ. საფაროვა-აბაშიძისას, რომელიც პარიჟელის ბიჭს – ჟოზეფის როლს ასრულებდა… მ. საფ. აბაშიძისამ ღირსეულად დასძლია ამ როლის ყოველივე სიძნელე და მთელი სახე დაგვიხატა. ჩვენ ვხედავდით პატიოსნებით აღჭურვილს, ზოგგან ცელქს და ზოგგან მოღრუბლულს, უშიშარს და თავ-განწირვამდე მგრძნობიარე ბიჭს. – საზოგადოდ უნდა ვსთქვათ, რომ მ. საფ. აბაშიძისა, ამ როლში შეუდარებელი რამ არის და თავისის ხელოვნურის თამაშობით ყოველს სერიოზულს სცენას დაამშვენებს. ჩვენის აზრით მ. საფ. აბაშიძის უმთავრესი ღირსება და დანარჩენ არტისტებთან უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ფხიზელი ჭკუა აქვს, სწრაფი მოსაზრება, ესტეტიკური გრძნობა და ამასთანავე დაუღალავი მშრომელიც არის. ეგ ხუთი ღირსება აუცილებელია ყოველი ნიჭისთვის.”

 

მსგავსი პოსტები

ანასტასია თუმანიშვილი-წერეთელი - მწერალი, საზოგადო მოღვაწე

ალექსანდრა ჯაფარიძე - მთამსვლელი

თამარ ჭავჭავაძე - მსახიობი

ცეცილია წუწუნავა - მსახიობი