ქალები წარსულიდან

მარიჯანი – მარიამ ალექსიძე-ტყემალაძე – პოეტი, მწერალი

1890-1978

დაიბადა 1890 წლის 12 ივნისს, თბილისში.

1922 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფილოლოგიის ფაკულტეტი.  პირველი ლექსი – „ტბა“ 1916 წელს გამოაქვეყნა, ლექსების პირველი კრებული კი – 1921 წელს. 1926 წელს გამოვიდა მისი საბავშვო პოემა „ნელი ცირკში“, რის შემდეგაც მარიჯანი ძირითადად საბავშვო ნაწარმოებებს წერდა.

მარიჯანი მთარგმნელებით საქმიანობასაც ეწეწოდა. თარგმნიდა კ. ჩუკოვსკის, ა. ტოლსტოის, ს. მიხალკოვის საბავშვო თხზულებებს. იოსებ გრიშაშვილთან ერთად თარგმნა მოლიერის „ტარტუფი“, ბომარშეს „ფიგაროს ქორწინება“, ნ. პოგოდინის „თოფიანი კაცი“. მარიჯანის ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ ენაზე.

მწერალი 1978 წლის 9 მაისს გარდაიცვალა.  

 

საქართველოს ეროვნული არქივი:
ლექსი  „ლექსების გარდა იარაღი არა მქონია“, კითხულობს მარიჯანი.

 

ლექსი  „მზითვის სარკე“,  კითხულობს მარიჯანი.
მწერალი ქალებისადმი მიძღვნილი საღამო საქართველოს მწერალთა კავშირი, თბილისი, 1 მარტი, 1967.

 

მსგავსი პოსტები

ანასტასია თუმანიშვილი-წერეთელი - მწერალი, საზოგადო მოღვაწე

ალექსანდრა ჯაფარიძე - მთამსვლელი

თამარ ჭავჭავაძე - მსახიობი

ცეცილია წუწუნავა - მსახიობი