
მედიის განვითარების ფონდმა -MDF 21 თებერვალს, საჯარო ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ალმანახის ‘’ქალები წარსულიდან“ და ვებ-გვერდის გენდერმედიატორის პრეზენტაცია გამართა.
გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციისUNESCO-სა და საქართველოს იუნესკოს ეროვნული კომისიის მხარდაჭერით, მედიის განვითარების ფონდმა – MDF პროექტის “ქალებიწარსულიდან – მაგალითიმომავლისთვის” ფარგლებში ჩაატარა ისტორიული კკვლევა, თუ როგორ აშუქებდა XIX-XX საუკუნის ქართული მედია ქალთა საკითხებს.
პროექტის ფარგლებში ასევე გამოიცა გზამკვლევი ჟურნალისტებისათვის “გენდერმედიატორი”, რომელიც დაეხმარება მოქმედ და მოვალ ჟურნალისტებს გენდერთან დაკავშირებული საკითხები პროფესიული სტანდარტების დაცვით გააშუქონ.