ქალები წარსულიდან

თეკლე ბატონიშვილი (ბაგრატიონი) – პოეტი

1776 —1846


ქართველი პოეტი, ერეკლე II-ის ასული, ვახტანგ ორბელიანზე იყო დაქორწინებული. თეკლე ბატონიშვილი პოეტების -ვახტანგ და ალექსანდრე ორბელიანების დედა იყო. 1832 შეთქმულებაში მონაწილეობისათვის ქ. კალუგაში გადაასახლეს.

 

გ. წერეთელი, გაზეთი “კვალი” #5, 25 იანვარი, 1897
“თეკლე ბატონიშვილი იყო ირაკლი მეფის სულ უმცროსი შვილი, კნ. მარიამ ვახტანგის ასულის ჯამბაკურიან ორბელიანის დიდი დედა…

სახელოვანი მამა თურმე, როგორც ვაჟს ისე ზდიდა თავის სატრფო ქალს. თეკლეს პატარაობიდანვე უყვარდა ცხენზე ჯდომა და საომარი იარაღი. რვა წლისა ყოფილა, რომ თოფის სროლა უსწავლია…

1830 წელს თეკლე ბატონიშვილი გარეული იყო პოლიტიკურ შეთქმულებაში და, როგორც დიდი გავლენის მქონე პირი, მთავრობამ დროებით გადაასახლა კალუღაში…

თეკლე ბატონიშვილი მეტათ გულ-მოწყალე და ღარიბების შემწე იყო. იმის ხარჯზე ბევრ საწყალ ოჯახში იგზავნებოდა ულუფები. ყველანი იმის ხელის შემჩერენი იყვნენ. მაგრამ ამასთანავე, როცა უსამართლობას შენიშნავდა, ძლიერ ფიცხი და რიხიანიც იყო.”

 

მსგავსი პოსტები

ანასტასია თუმანიშვილი-წერეთელი - მწერალი, საზოგადო მოღვაწე

ალექსანდრა ჯაფარიძე - მთამსვლელი

თამარ ჭავჭავაძე - მსახიობი

ცეცილია წუწუნავა - მსახიობი