26 ივლისს ქობულეთში გაეროს ქალთა ორგანიზაციისა (UN Women) და ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) მიერ ორგანიზებული ტრენინგის “მედიის ცნობიერების ამაღლება მშვიდობასა და უსაფრთხოებაში ქალთა როლის შესახებ” ფორმატში მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ თამარ კინწურაშვილმა გენდერული და კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების გაშუქების საერთაშორისო პრაქტიკა, ასევე ამ მხრივ ქართულ მედიაში არსებული გამოწვევები მიმოიხილა.