საქართველოში ქალთა უფლებების დამცველებისთვის დაწესებული კატო მიქელაძის სახელობის პირველი პრემიის გამარჯვებული ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ დამფუძნებელი ეკატერინე აღდგომელაშვილი გახდა.
ქალთა ფონდმა საქართველოში, ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დააწესა „კატო მიქელაძის სახელობის პრემია“, რომელსაც იგი ყოველწლიურად, 29 ნოემბერს, გადასცემს ქალთა უფლებების დამცველ ერთ აქტივისტს საქართველოში.
კატო მიქელაძე მეოცე საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ქართველი ფემინისტი, აქტივისტი და პუბლიცისტი იყო.