ყალბი ამბები

ფეისბუქზე “მთავარი არხის” ჟურნალისტის პროგრამულად დამუშავებული ფოტო ვრცელდება

21 აპრილს ფეისბუქ-ჯგუფში “ქვეყნის მტრების არქივი” ტელეკომპანია “მთავარი არხის” ჟურნალისტის, დეა მამისეიშვილის, ფოტო გავრცელდა. ფოტოზე მამისეიშვილს თეთრი მაისური აცვია, რომელზეც წარწერა “ლიფი მიჭერს” იკითხება. იგივე ფოტო ერთ-ერთმა ფეისბუქ-მომხმარებელმა 26 აპრილსაც გაავრცელა.

ფეისბუქზე გავრცელებული ფოტო პროგრამულად არის დამუშავებული. ფოტოს ორიგინალზე ჩანს, რომ დეა მამისეიშვილს მაისურზე “ირაკლი! ნიკა კრიმინალი არ არის!” აწერია.

დეა მამისეიშვილის ფოტოს ორიგინალი 2022 წლის 23 მაისს “მთავარი არხის” ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნდა. ფოტოზე ჩანს, რომ მამისეიშვილს თეთრ მაისურზე “მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას მხარდამჭერი სლოგანი აწერია.

დეა მამისეიშვილის მაისური ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის მისჯით გამოწვეულ პროტესტთან არის დაკავშირებული. “მთავარი არხის” დირექტორი სასამართლომ უფლებამოსილებს გადამეტების ორ ეპიზოდში – ტელეკომპანიისთვის ფინანსური ზიანის მიყენებასა და ძვირადღირებული ავტომობილის მიღებაში – დამნაშავედ ცნო. გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილებას მედიის წარმომადგენლების პროტესტი მოჰყვა.

გვარამიასთვის განაჩენის გამოტანიდან მეორე დღეს 36-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა. განცხადების მიხედვით მთავარი არხის დირექტორის დაპატიმრება დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მიმართ მუქარად და გაფრთხილებად აღიქმება და შერჩევითი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის კიდევ ერთი მაგალითია.

ჟურნალისტების დისკრედიტაციის მიზნით გავრცელებული ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც გადაუმოწმებია:

წყაროს შესახებ:

ფეისბუქ-მომხმარებელი Dato Nacvlishvili (Faika) ჯგუფის “ქვეყნის მტრების არქივის” ერთ-ერთი ადმინისტრატორია.

ჯგუფი 17 აპრილს შეიქმნა და ამ დროისთვის 300-მდე მომხმარებელია გაწევრიანებული. ჯგუფში ხშირად ზიარდება ანტიოპოზიციური, ანტიდასავლური და ანტი-ლგბტ შინაარსის პოსტები და კრემლისტური მედიის “ალტ-ინფოს” გადაცემები. ჯგუფის აღწერის მიხედვით, მისი მიზანი “ქვეყნის ეროვნული, სარწმუნოების, ტრადიციების, ეკლესიის, განათლების, ტერიტორიული მთლიანობის, ეკონომიკური მდგომარეობის მტრების” გამოაშკარავებაა.

აღსანიშნავია, რომ ჯგუფის მსგავსად Dato Nacvlishvili-ის ფეისბუქ-პროფილიც ახალია და 2023 წლის მარტში შეიქმნა. თავის პროფილზე ის ჯგუფის თემატიკის მსგავს პოსტებს აზიარებს. Dato Nacvlishvili-ს ალტერნატიული ფეისბუქ-პროფილიც აქვს, სახელით Faika Nacvlishvili.

2022 წლის აპრილში ანგარიში Faika Nacvlishvili ჩართული იყო მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტაციის კამპანიაში. ამ პროფილის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც გადაუმოწმებია:

არქივის ბმული (1,2)

მსგავსი პოსტები

ფეისბუქზე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის დამონტაჟებული ვიდეო ვრცელდება

ვინ არის გამოსახული ფოტოზე – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თუ რუსი პორნო მოდელი?

სოციალურ ქსელში გიული ალასანიასა და გიორგი ჩალაძის პროგრამულად დამუშავებული ფოტო ვრცელდება

ლიზა იასკო თუ ინგა გრიგოლია – ვინ უწოდა მიხეილ სააკაშვილს “ძვირფასი მამაკაცი”?