ქალები წარსულიდან

ლია ელიავა – მსახიობი

1934-1998

დაიბადა თბილისში, 1934 წლის 28 მაისს. ლია ელიავას მშობლები საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლნი აღმოჩნდნენ: მამა დაუხვრიტეს, დედა კი გადაასახლეს.

მოსკოვის ა. ლინაჩარსკის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ,  კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი გახდა. მონაწილეობდა ფილმებში: „ჩრდილი გზაზე“, „ბაში-აჩუკი“, „ქალის ტვირთი“, „მამლუქი“, „შეწყვეტილი სიმღერა“, „დათა თუთაშხია“ და სხვა.

გარდაიცვალა 1998 წლის 8 ოქტომბერს. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

 

საქართველოს ეროვნული არქივი:
ლია ელიავა საუბრობს საქართველოში კინომატოგრაფიის განვითარებაზე, 1958წ.

მსგავსი პოსტები

ანასტასია თუმანიშვილი-წერეთელი - მწერალი, საზოგადო მოღვაწე

ალექსანდრა ჯაფარიძე - მთამსვლელი

თამარ ჭავჭავაძე - მსახიობი

ცეცილია წუწუნავა - მსახიობი