5 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნების” საკრებულოს დეპუტატს ილია ჯიშკარიანს მისი თანაშემწე თამთა თოდაძე გაუპატიურების მცდელობასა და სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა. საგამოძიებო უწყებამ თოდაძე დაზარალებულად სცნო და 8 ოქტომბერს ჯიშკარიანს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა.
თამთა თოდაძის მიერ საკრებულოს დეპუტატის დადანაშაულებას Facebook-ში სიძულვილის გვერდების და სახელისუფლებო მედიის მხრიდან თამთა თოდაძის დისკრედიტაციის ორგანიზებული კამპანია მოჰყვა. “მითების დეტექტორი” გთავზობთ თოდაძის წინააღმდეგ გავრცელებულ მთავარ გზავნილებს, რომელთა მიზანი დეპუტატის ქმედებების გამართლება იყო და მათ წყაროებს.
გზავნილი | ვინ ავრცელებს |
თამთა თოდაძე ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი იყო და პატრიოტთა ბანაკში ცეკვავდა (ვიდეო) | სიძულველის ენის ჯგუფები: “ქართული მარშის” ყოფილი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი, გაზეთი “ალია”, “სახალხო მოძრაობა სოციალური სამართლიანობისათვის”, “სოციალური უფლებების დაცვის ალიანსი”, “ანტი-პარადოქსი”,“ქართული გვერდი”, “ჯაბა მუსელიანის ბლოგი,”“დავით ჟღენტი”
ახალშექმნილი და ფეიკ გვერდები: “კოდალა”, ფეიკ გვერდი “მამუკა ხაზარაძე გისმენთ” ფეისბუკ მომხმარებლები: ”Tony Raiković”, სხვადასხვა: ფეისბუკ გვერდი “ქართველები ისტორიაში” |
თამთა თოდაძის დედა ნასამართლევია | სახელისუფლებო მედიები: plus.kvira.ge, საინფორმაციო სააგენტო პირველი (pia.ge),
სიძულვილის ენის ჯგუფები: “ანტი-პარადოქსი”, “ქართული მარშის” აქტივისტი ბექა ვარდოსანიძე, ფეისბუკ მომხმარებლები: “დავით ჟღენტი” |
თამთა თოდაძე მსგავს ინციდენტში ადრეც მონაწილებდა და ამიტომ სანდო ვერ იქნება | სიძულვილის ენის ჯგუფები: “ანტი-პარადოქსი”, “კარდჰუ”, “ქართული გვერდი”, “Antiliberal League – ანტილიბერალური ლიგა” |
აფილირება ნაციონალურ მოძრაობასთან
გზავნილი თამთა თოდაძის ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირის შესახებ თავდაპირველად “ქართული მარშის” ყოფილმა ლიდერმა ლადო სადღობელაშვილმა გაავრცელა, რის შემდეგადაც გავრცელდა სიძულვილის ენის 8 ჯგუფის, 2 ახალშექმნილი და ფეიკ გვერდის, 1 გაურკვეველი ფეიისბუკ გვერდისა და 1 მოხმარებლის მიერ, რომელიც ვინაობას მალავს.
პირველწყარო: ინფორმაცია თამთა თოდაძის ნაციონალური მოძრაობის აქტივისტობის შესახებ თავდაპირველად ლადო სადღობელაშვილმა 7 ოქტომბერს Facebook სტატუსის სახით გაავრცელა.
გაზიარება: “ქართული მარშის” ყოფილი ლიდერის სტატუსს 100-ე მეტი გაზიარება აქვს, მათ შორის გააზიარა 4-მა Facebook გვერდმა:
- 2019 წლის 7 ოქტომბერს შექმნილმა “კოდალამ” (რომელსაც პროფილზე ქალთა უფლებების დამცველის ბაია პატარაიას ფოტო აქვს დაყენებული)
- მამუკა ხაზარაძის მხარდამჭერების ყალბმა გვერდმა “მამუკა ხაზარაძე გისმენთ”
- “სახალხო მოძრაობამ სოციალური სამართლიანობისათვის”
- “სოციალური უფლებების დაცვის ალიანსმა”
თავისივე სტატუსი სადღობელაშვილმა 10-მდე ღია ჯგუფში გააზიარა, მათ შორის არიან ქართული ოცნების, კახა კალაძის და ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერი ჯგუფები:
- “კახა კალაძე თბილისის მერი”
- “2012” ერთად ავიხდინოთ ქართული ოცნება!!!!!!!!”
- “ქართული ოცნება – ლიდერი ლიდერთა შორის!”
- “საქართველოს ახალი დემოკრატები – ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერთა ცენტრი”
- “ნაცხროვა ციხეში”
სადობელაშვილის Facebook სტატუსი გაზეთმა “ალიამ” ოფიციალურ ვებ-გვერდსა და Facebook-ზე გამოაქვეყნა.
თამთა თოდაძის ცეკვის ამსახველი ვიდეო
პირველწყარო: ვიდეო, რომელშიც გოგონა და უცნობი მამაკაცი ცეკვავენ 7 ოქტომბერს სოციალურ ქსელში სიძულვილის ენის ორმა გვერდმა “ანტი-პარადოქსმა” და “ქართულმა გვერდმა” იდენტური ტექსტებით გაავრცელეს.
გაზიარება: “ანტი-პარადოქსის” მიერ გავრცელებული ვიდეო გააზიარეს:
- “ქართველები ისტორიაში”
- მოხმარებელმა Tony Raiković გააზიარა ჯგუფში “ანტილიბერალური სივრცე”
“ქართული გვერდის” ვიდეო გადააზიარეს:
- ჯაბა მუსელიანის ბლოგმა
- მოხმარებელმა “დავით ჟღენტი”
- ქართულმა გვერდმა საჯარო ჯგუფში “Georgia საქართველო”
დედის ნასამართლეობა
ინფორმაცია თოდაძის დედის ნასამართლობის შესახებ გამოქვეყნდა 2 სახელისუფლებო მედიაში და 3 სიძულვილის ენის პლატფორმაზე გადაზიარდა.
პირველწყარო: თამთა თოდაძის დედის ნასამართლობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად 7 ოქტომბერს უცნობ წყაროზე მითითებით ონლაინ მედია საშუალება plus.kvira.ge-მ გამოაქვეყნა. plus.kvira.ge-ს სტატიაზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა სააგენტო პირველმაც (pia.ge).
გაზიარება: სააგენტო პირველის სტატია სოც-ქსელებში გააზიარა სიძულვილის სამმა ჯგუფმა:
- “ქართული მარშის” აქტივისტმა ბექა ვარდოსანიძემ
- მომხმარებელმა “დავით ჟღენტი” გააზირა ჯგუფში “პროტესტი! Protest! Протест!”
- ფეისბუკ გვერდმა “ანტი-პარადოქსი”
წარსულში მომხდარი ინციდენტით მანიპულირება
თამთა თოდაძის წარსულში მომხდარი ინციდენტის შესახებ დაზარალებულის მიერ “მთავარ არხზე” გაჟღერებული ინფორმაცია გავრცელდა სიძულვილის ენის 4 ჯგუფსა და 1 ონლაინ მედიაში.
6 ოქტომბერს ტელეკომპანია “მთავარი არხის” პირდაპირ ეთერში თამთა თოდაძემ ერთი წლის წინ მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა, როდესაც მან პატრულის თანამშრომელს მის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის შესახებ აცნობა, მაგრამ შემდგომ საჩივარი უკან გაითხოვა. აღნიშნულ განცხადებას სიძულვილის ენის გამავრცელებელი ფეისბუკ გვერდები თოდაძის სანდოობაში ეჭვის შეტანის მიზნით ავრცელებდნენ.
პირველწყარო: ინფორმაცია თავდაპირველად 7 ოქტომბერს “ანტი-პარადოქსმა” თავისივე ლოგოთი გამოაქვეყნა. იმავე დღეს გამოქვეყნდა primetime.ge-ს სტატია წარსულში მომხდარი ინციდენტის შესახებ.
გაზიარება: ”ანტი-პარადოქსის” პოსტი გააზირეს:
- “ქართულმა გვერდმა”
- “ქართულმა გვერდმა” საჯარო ჯგუფში “Georgia საქართველო”
primetime.ge-ს სტატია გააზიარეს:
- “კარდჰუმ”
- “Antiliberal League – ანტილიბერალური ლიგა”,
წყაროების შესახებ
სიძულვილის ენის ჯგუფები
CRRC-საქართველოს მონაცემებით, 2018 წელს “კარდჰუ” და “ანტი-პარადოქსი” იმ Facebook გვერდებს შორის იყვნენ, ვინც დეზინფორმაციასა და ანტიდასავლურ პროპაგანდას ყველაზე ხშირად ავრცელებდნენ. ორივე გვერდი ძირითადად აქვეყნებს სექსისტური, ქსენოფობიური და ჰომოფობიური შინაარსის პოსტებს.
ლადო სადღობელაშვილი “ქართული მარშის” ერთ-ერთი ყოფილი ლიდერია. მიმდინარე წლის დასაწყისში ლუგარის ლაბორატორიის შესახებ კონსპირაციის თეორიის გავრცელება სადღობელაშვილის სახელს უკავშირდება.
Facebook გვერდი “სახალხო მოძრაობა სოციალური სამართლიანობისთვის” 2011 წელს დარეგისტრირდა და პოზიციონირებს როგორც უსახლკაროეთა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია. თუმცა, გვერდი უმეტესად აზიარებს ლადო სადღობელაშვილის პოსტებს მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების, ანტისაოკუპაციო აქციისა და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ.
Facebook გვერდი “სოციალური უფლებების დაცვის ალიანსი” 2015 წელსაა შექმნილი და და “სახალხო მოძრაობა სოციალური სამართლიანობისთვის” მსგავსად ძირითადად ლადო სადღობელაშვილის ფეიბუკ პოსტებს აზიარებს. ორივე გვერდზე იდენტური მასალები ქვეყყნდება.
Facebook გვერდი “კოდალა” 2019 წლის 7 ოქტომბერსაა შექმნილი და მისი ერთ-ერთი პირველი აქტივობა თამთა თოდაძის შესახებ ალდო სადღობელაშვილის პოსტის გადაზიარებაა.
გვერდი “მამუკა ხაზარაძე გისმენთ” 2019 წლის 9 ივლისს დარეგისტრირდა და უმეტესად ლადო სადღობელაშვილის პოსტებს აზიარებს.
Facebook მომხმარებლები
“დავით ჟღენტი” Facebook მოხმარებელია, რომელიც პერიოდულად ავრცელებს ანტიდასავლურ მითებსა და დეზინფორმაციებს. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:
- ვიდეოფაბრიკაცია, რომელიც ალჟირის საპროტესტო კადრებს ევროპულ ქალაქებად წარმოაჩენს
- როგორ და ვინ იყენებს გენოციდთან დაკავშირებულ ფოტოს “ანტი-ნატო” პროტესტის მტკიცებულებად
Tony Raiković მალავს ვინაობას და პროფილის იდენტიფიკატორში მითითებული აქვს სახელი rezo.rezi. მოწონებული აქვს სიძულვილის ენის გამავრცელებელი ჯგუფების “კარდჰუს”, ანტი-პარადოქსის”, “Geo Pepe”-ს, “ალტ-ინფო”-ს, “Antiliberal League – ანტილიბერალური ლიგა”-ს ბეისბუკ გვერდები.
მედიები
plus.kvira.ge და საინფორმაციო სააგენტო პირველი (pia.ge) იმ ონლაინ მედიების სიაში შედის, რომლებიც სახელმწიფო უწყებებთან დადებული კონტრაქტების საფუძველზე საბიუჯეტო რეკლამასა და საინფორმაციო მომსახურებას ეწევიან.
იხილეთ მედიის განვითარების ფონდის ანაგრიშები: