
9 მაისს ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მედიის განვითარების ფონდმა გამართა გამოფენა “ქალები წარსულიდან – მაგალითი მომავლისთვის”.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ექსპონატები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი ქალების, ასევე სხვა ისტორიული პირების (მარიამ გარიყული, ეკატერინე გაბაშვილი, კატო მიქელაძე, ნინო ყიფიანი, ბარბარე ყიფიანი და სხვა) საზოგადოებრივი აქტივობის შესახებ.
პროექტი საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება.