არქივი

გამოფენა ბათუმის პრეს-კაფეში

3 ივნისს ბათუმის პრეს-კაფეში მედიის განვითარების ფონდმა დაასრულა მოძრავი გამოფენების ციკლი “ქალები წარსულიდან – მაგალითი მომავლისთვის”.

გამოფენაზე წარმოდგენილი ექსპონატები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი ქალების, ასევე სხვა ისტორიული პირების (მარიამ გარიყული, ეკატერინე გაბაშვილი, კატო მიქელაძე, ნინო ყიფიანი, ბარბარე ყიფიანი და სხვა) საზოგადოებრივ აქტივობას ასახავს.

მედიის განვითარების ფონდი პროექტს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხარდაჭერით ახორციელებს.

მსგავსი პოსტები

ფორუმი "ქალები ცვლილებებისთვის" საარჩევნო პლატფორმების გენდერმგრძნობელობას დაეთმო

ბლოგერების კონკურსში გამარჯვებულთა დაჯიდლოვების ცერემონია გაიმართა

ახალქალაქში ქალთა სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ დისკუსია გაიმართა

"ქალები ცვლილებებისთვის" - კონკურსი ბლოგერებისთვის ადგილობრივი ლიდერი ქალების გამოსავლენად