
მედიის განვითარების ფონდმა საარჩევნო პროცესში ქალთა ჩართულობის თემაზე მორიგი მრგვალი მაგიდა 5 დეკემბერს, გარდაბანში გამართა.
შეხვედრაზე განხილული იყო გამოკითხვის შედეგები, რომელიც პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამებში ქალთა საჭიროებების სრულფასოვნად ასახვის მიზნით გარდაბანში თანამშრომლობის ქსელის წევრმა ვირჯინია სტოლიარენკომ ჩაატარა.
გამოკითხული 20 ქალბატონიდან რესპონდენტთა უმეტესობა უპირატესობას ინფრასტრუქტურულ პროექტებს – გაზიფიცირებული სოფლების რაოდენობის გაზრდას; სოფლებიდან მყარი ნარჩენების გატანის ცივილიზებული სისტემის აწყობას; წყალსადენით უზრუნველყოფილი სოფლების რაოდენობის გაზრდას – ანიჭეს. რესპონდენტებმა პრიორიტეტულ საკითხებს შორის სასკოლო განათლების ხარისხის ამაღლება დაასახელეს, რათა დამატებით არ იყოს საჭირო რეპეტიტორთა ხარჯების გაწევა; ასევე თემები, რომლებიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების ეფექტური სისტემის აწყობას, სოციალურ მუშაკთა ჩართულობის გაზრდას ძალადობის რისკის ქვეშ მყოფი ოჯახების მხარდასაჭერად; საბავშვო ბაღების ქსელის გაფართოების მხარდაჭერასა და არსებული ადგილების რაოდენობის გაზრდასა და სხვა საკითხებს უკავშირდება.
მრგვალ მაგიდას რესპუბლიკური პარტიის გარდაბნის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნაციონალური მოძრაობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტი”ქალებიცვლილებებისთვის”საარჩევნოსისტემებისგანვითარების,რეფორმებისადასწავლებისცენტრისმხარდაჭერითტარდება.