ქალები წარსულიდან

გოგუცა კუპრაშვილი – მსახიობი

1908-1990    

ნინო (გოგუცა) კუპრაშვილი 1908 წელს დაიბადა.

პატარა გოგოუცამ საყოველთაო ყურადღება მაშინ მიიქცია, როდესაც აკაკი წერეთლის ლეჩხუმში მოგზაურობის დროს მას ლექსი წაუკითხა. გოგუცა იხსენებს: „…მე მხოლოდ ის მიკვირს, რომ ასეთ დიდი საზეიმო შეკრება არასოდეს მენახა და როგორ არ დავიბენი. გაბედულად წავდექი წინ და მისივე ლექსი წავიკითხე. აკაკიმ აქეთ-იქით დამიწყო ძებნა, რადგან ხმა ესმოდა, მე კი არსად ვჩანდი…“

თეატრალური საქმიანობაში ბავშვობის ასაკიდანვე, 7-8 წლისა ჩაერთო. კოტე მარჯანიშვილმა კურსადმთავრებული გოგოუცა რუსთაველის თეატრში მიიწვია და დასში ჩარიცხა. 1927 წლიდან კი მუშათა თეატრში მიიწვიეს. იყო მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობი.

გარდაიცვალა 1990 წელს.

 

საქართველოს ეროვნული არქივი:
ა. წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში – მოგონება.

 

მსგავსი პოსტები

ანასტასია თუმანიშვილი-წერეთელი - მწერალი, საზოგადო მოღვაწე

ალექსანდრა ჯაფარიძე - მთამსვლელი

თამარ ჭავჭავაძე - მსახიობი

ცეცილია წუწუნავა - მსახიობი