
1911-2007
დაიბადა 1911 წლის 11 თებერვალს, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში.
1931 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის საენათმეცნიერო განყოფილება. 1932-1934 წლებში მუშაობდა მეცნიერ თანამშრომლად საქართველოს სახელმწიფო მუზეუმსა და ქართული ენციკლოპედიის რედაქციაში. 1938-1940 წლებში უძღვებოდა ზოგადი ენათმეცნიერების კურსს სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში. სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1953-1963წწ. და 1975 წლიდან იყო ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში – კავკასიურ ენათა კათედრის პროფესორი.
იკვლევდა აფხაზურ-ადიღური, აგრეთვე ქართველური ენების გრამატიკის სტრუქტურისა და ისტორიის საკითხებს. საფუძველი ჩაუყარა აფხაზური ენისა და მისი დიალექტების ისტორიულ-შედარებითი მეთოდით შესწავლას.
გარდაიცვალა 2007 წლის 11 თებერვალს.
საქართველოს ეროვნული არქივი:
მისასალმებელი სიტყვა ს. იაშვილის დაბ. 70 წლისთავი.