
1862-1941
სწავლობდა თელავის წმინდა ნინოს სასწავლებელში. 1881-1882 წლებში თელავის სცენის მოყვარულთა წრის წარმოდგენებში იღებდა მონაწილეობას. 1884-1891 წლებში სასცენო მოღვაწეობა თბილისის თეატრებში, ხოლო 1892-1917 წლებში – ბაქოს ქართულ თეატრში განაგრძო. 1921 წლიდან საქართველოს თეატრებსა და კინოსტუდიაში საქმიანობდა.
ივერია #33, 11 თებერვალი, 1886
ქართული თეატრი- ქების ღირსია აგრეთვე ქ. ანდრონიკოვისა, რომელსაც როზალიის როლი და ხასიათიც კარგადთ შეგნებული და შესწავლილი ჰქონდა. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ქ. ანდრონიკოვისამ ჩვენი გულწრფელი შენიშვნა, მოკლე კაბის შესახებ, შეიწყნარა.
ავტორი: ვალიკო-ია
ივერია #201, 20 სექტემბერი, 1894
“კნ. ბარბარე გვარიანოვის როლი შეასრულა ქ-ნმა ანდრონიკოვისამ და სწორედ კარგად დაგვიხატა შთამომავლობითი მედიდურობა და ნივთიერად შეყვარებული ცხოვრებით იქამდე გატაცება, როცა კაცი წმინდათაწმინდის კანონების დარღვევას აღარ ერიდება“…
ავტორი: ი.