ქალები წარსულიდან

მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი – საზოგადო მოღვაწე

1852-1941

აღიზარდა პოეტ ვახტანგ ორბელიანისა და ეკატერინე ილინსკაიას ოჯახში.

იყო “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების” დამფუძნებელი და წევრი, მასწავლებელ ქალთა საზოგადოების გამგეობის წევრი, სამუსიკო სკოლის კომიტეტის წევრი.

1906 წელს მის მიერ ორგანიზებული სახსრებით საქართველოში პირველი ქართული სკოლა გაიხსნა. იყო “ტფილისის ბავშვებზზე ზრუნვის საზოგადოების” დამფუძნებელი. ეხმარებოდა საბავშვო ჟურნალებს – “ჯეჯილსა” და “ნაკადულს”, აქტიურად იბრძოდა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებისთვის. 1918 წელს ს უნივერსიტეტთან ჩამოყალიბებული დამხმარე საზოგადოების წევრად აირჩიეს.

 

ივერია #267, 9 დეკემბერი, 1900
ახალი ამბავი: „ქალაქის გამგეობას განუხილავს მასწავლებელ ქალთა საურთიერთო დამხმარებელ საზოგადოების თავმჯდომარის კნ. მ. ვ. ჯამბაკურიან-ორბელიანის შუამდგომლობა იმის შესახებ, რომ გამგეობამ ფულით შემწეობა აღმოუჩინოს მოხუცებულ და ავადმყოფ მასწავლებელ ქალთათვის თავ-შესაფარის ასაშენებლად. ქალაქის გამგეობას ეს შუამდგომლობა შეუწყნარებია და 1000 მანეთი გადაუდვია ამ შენობის ასაგებად“.

მსგავსი პოსტები

ანასტასია თუმანიშვილი-წერეთელი - მწერალი, საზოგადო მოღვაწე

ალექსანდრა ჯაფარიძე - მთამსვლელი

თამარ ჭავჭავაძე - მსახიობი

ცეცილია წუწუნავა - მსახიობი