
1904-1953
ნატალია გიორგის ასული ანდრონიკაშვილი, რომელიც მერაბ ვაჩნაძეზე დაქორწონების შემდეგ ვაჩნაძის გვარს ატარებდა, ვარშავაში დაიბადა, სადაც მამა ოფიცრად მსახურობდა. დედა- ეკატერინე სიმონის ასული სლივიცკაია პოლონელი იყო. ოჯახი თბილისში საცხოვრებლად 1910 წელს გადმოვიდა.
ნატო ვაჩნაძე რეჟისორმა ამო ბეკ-ნაზაროვმა შემთხვევით აღმოაჩინა, როდესაც ფოტოგრაფ შიხმანის ვიტრინაში ნატოს ფოტოსურათი შენიშნა. რეჟისორმა ნატოს მოსაძებნად გურჯაანში მისი ასისტენტი შაქრო ბერიშვილი მიავლინა და იგი სურათ “არსენა ყაჩაღის” გადაღებაზე დაითანხმა. ფილმმა ნატოს დიდი წარმატება და არაერთი ახალი როლი მოუტანა.
ნატო ვაჩნაძემ შემდეგი როლები შასრულა: ესმა (,,სამი სიცოცხლე”, რეჟისორი ი. პერესტიანი 1925 წ), დესპინე (,,ჩვენი ქვეყნის რაინდი”, რეჟისორი ი. პერესტიანი 1925წ), ფატი (,,ვინ არის დამნაშავე”, რეჟ. ა. წუწუნავა 1925 წ), გიული (,,გიული” რეჟ. ნ. შენგელაია), ლ. პუში (,,ამოკი”, რეჟისორი კ. მარჯანიშვილი, 1927წ.), ევროპელი ქალი, ჯემა (,,კრაზანა”, 1928 წ ფილმის რეჟისორი კ. მარჯანიშვილი), ციცია (ს. დოლიძის ფილმი ,,უკანასკნელი ჯვაროსნები” 1933წ.), ხმოვან კინოში შეასრულა: თამარი (,,უკანასკნელი მასკარადი’’, რეჟ. მ. ჭიაურელი, 1933 წ.), ნენო (,,არსენა” 1937 წ. რეჟ. მ. ჭიაურელი), მეჩაიე ნანი (,,ნარინჯის ველი”, რეჟ. ნ. შენგელია, 1937 წ.) რისთვისაც 1941 წ. მიიღო სახელმწიფო პრემია, მართა (,,ქაჯანა” რეჟ კ. პიპინაშვილი,1941 წ.) ნათელა (,,სამშობლო” რეჟ. ნ. შენგელაია,1939 წ.), გვირისტინე (,,ხიდონელი ქალიშვილი”, რეჟ. დ. ანთაძე,1940 წ.), მანანა (“ის კვლავ დაბრუნდება” რეჟ. ნ. შენგელაია, დ. ანთაძე 1943 წ.), ძიძის მანოს როლი (რეჟ. კ. პიპინაშვილი ,,აკაკის აკვანი” 1947 წ.), ვაჩნაძის უკანასკნელი როლია ელისაბედი (მწვერვალთა დაპყრობანი”, რეჟ. დ. რონდელი,1952წ.) სხვა ფილმები: ,,წარსულის საშინელებანი” (ეპიზოდური როლი, რეჟ. ვ. ბარსკი, 1925 წ.), ნათელა (,,ნათელა”რეჟ. ა. ბეკ-ნაზაროვი, 1926 წ.) მაშა (“ცოცხალი ლეში” სსრკ -გერმ. ერთობლივი ნამუშევარი, რეჟ. ფ. ოცეპი 1929 წ.), დორა (,,გარეუბნის კვარტლები”,კიევის კინოსტუდია, რეჟ. გ. გრიჩერჩერიკოვერი,1930წ), გრიჩის მეუღლე (“რკინის ბრიგადა”, რეჟ. გ. ვერნერი, 1930 წ).
საქართველოს ეროვნული არქივი:
ნატო ვაჩნაძე საუბრობს სამშობლოზე, 13 ივნისი, 1969.