
1842 – 1927
ილია ჭავჭავაძის მეუღლე, ოლღა გურამიშვილი აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობაში იყო ჩაბმული: გაწევრიანებული იყო ქართველთა შორის წერა – კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებაში, 1895-1906 წლებში თავმჯდომარეობდა ქართველ ქალთა საქველმოქმედო საზოგადოებას, ხელმძღვანელობდა ქართველ ქალთა ჭრა – კერვის სკოლას, დახმარებას უწევდა ღარიბ მოსწავლეთა შემწეობის თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოებას. 1908 წელს მისი აქტიური მონაწილეობით საგურამოს ილიასეულ სახლში სკოლა გაიხსნა.
მან თხოვნით მიმართა მთავრობას, სიკვდილით არ დაესაჯათ მისი მეუღლის მკვლელები, რადგან თავად ილია ჭავჭავაძე სიკვდილით დასჯის წინააღმდეგი იყო.