არქივი

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მხარს უჭერს MDF და TDI საჩივრებს გაზეთი ”რეზონანსის” წინააღმდეგ

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ 10 მაისს გამართულ სხდომაზე დააკმაყოფილა მედიის განვითარების ფონდისა (MDF) და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) საჩივარი გაზეთ “რეზონანსის” წინააღმდეგ.

ქარტიამ გაიზიარა MDF-ისა და GDI-ის მოსაზრება, რომ 12 მარტს გამოქვეყნებული სტატიით “ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომელთაც სძულთ ჰომოსექსუალები” გაზეთმა რეზონანსმა დააღვია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მე-7 (დისკრიმინაცია) მუხლები.

ქარტიის პირველი მუხლის თანახმად,  ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ხოლო მე-7 მუხლის მიხედვით, “ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.

მსგავსი პოსტები

ფორუმი "ქალები ცვლილებებისთვის" საარჩევნო პლატფორმების გენდერმგრძნობელობას დაეთმო

ბლოგერების კონკურსში გამარჯვებულთა დაჯიდლოვების ცერემონია გაიმართა

ახალქალაქში ქალთა სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ დისკუსია გაიმართა

"ქალები ცვლილებებისთვის" - კონკურსი ბლოგერებისთვის ადგილობრივი ლიდერი ქალების გამოსავლენად