თუ თვლით, რომ საარჩევნო პროცესში პოლიტიკოსი ქალის მიმართ სექსისტური ენა გამოიყენეს, მედიის განვითარების ფონდსა და საფარს დაუკავშირდით.
პროექტი, რომელიც UNDP Georgia-ს მხარდაჭერით ხორციელდება, მიზანად წინასაარჩევნო პროცესში ქალი კანდიდატების და სხვა საჯარო პირების მიმართ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევების გამოვლენას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და მათი უფლებების ადვოკატირებას ისახავს.