
20 მაისს გორის ახალგაზრდულ ცენტრში მედიის განვითარების ფონდმა “სამოქალაქო აქტივიზმისა და ქალთა პოლიტიკური აქტივობის” პროექტის ფარგლებში მორიგი ტრენინგი ჩაატარა.
ლექცია ქალთა პოლიტიკური ჩართულობის შესახებ ფილოსიფოსმა თათა ცოფურაშვილმა წაიკითხა. გაიმართა დისკუსია.
ტრენინგის მონაწილეებმა ადგილობრივ პრობლემებზე რამდენიმე კამპანია დაგეგმეს.
ტრენინგი საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.