
9 მაისს მედიის განვითარების ფონდმა დემოკრატ მესხთა კავშირის ახალგაზრდული ცენტრის წევრებს სამოქალაქო აქტივიზმსა და ქალთა პოლიტიკური ჩართულობის საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარა.
კავშირ “საფარის” წარმომადგენელი ბაია პატარაია ახალგაზრდებს ქალთა პოლიტიკური ჩართულობის მნიშვნელობაზე და არსებულ საკანონმდებლო მექანიზმებზე ესაუბრა. მედიის განვითარების ფონდის წარმომადგენელმა ქეთევან მსხილაძემ ტრენინგის მონაწილეებს სამოქალაქო აქტივიზმში ახალი მედია პლატფორმის გამოყენების მეთოდები გააცნო.
პროექტი საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება.