
25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისსა და საქართველოს სხვა 22 ქალაქში აქცია ლოზუნგით – ქალზე ძალადობა დანაშაულია, შეაჩერე! – გაიმარათ.
აქციის ორგანიზატორია “ქალთა მოძრაობა”, რომელიც ყველა იმ ადამიანს აერთიანებს, ვისთვისაც გენდერული თანასწორობა და ქალების უფლებები მნიშვნელოვანია.
აქციას სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად “მედიის განვითარების ფონდი” შეუერთდა.