მაგალითებიყალბი ამბები

დეზინფორმაცია სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ დეზინფორმაციის ორი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც პირველი მისი ინტელექტუალური უნარების დაკნინებას ისახავდა მიზნად, მეორე კი – მორალური კრიტერიუმებით გაკიცხვას.

ინტელექტუალური უნარების დაკნინება. 22 ოქტომბერს ხელისუფლების მადისკრედიტირებელმა ფეისბუკ გვერდმა „ყოველდღიური მოვლენები“ გამოაქვეყნა სალომე ზურაბიშვილის ფოტო და ციტატა, რომელიც, ამ გვერდის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნის ცერემონიაზე წარმოთქვა

ყოველდღიური მოვლენები, 22 ოქტომბერი: „ეს არის ! საშვილოსნო ! საქმე, რომელიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა“ – სალომე ზურაბიშვილი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნაზე”.

„ყოველდღიური მოვლენებმა“ ეს ფრაზა დამახინჯებულად გაავრცელა. მართალია, სალომე ზურაბიშვილმა სიტყვა „საშვილიშვილო“ არასწორად წარმოთქვა – „საშვილოშვილო“, მაგრამ მას „საშვილოსნო“ არ უთქვამს. ციტატის ასეთი მანიპულაციით „ყოველდღიური მოვლენები“ დასცინის სალომე ზურაბიშვილს გონებრივი შესაძლებლობების ნიშნით. 

„ყოველდღიური მოვლენების“ ეს პოსტი 23 ოქტომბერს კოორდინირებულად გაავრცელა ხელისუფლების მადისკრედიტირებელმა სხვა გვერდებმაც, მათ შორისაა „Annual events ყოველწლიური მოვლენები“ და „ლურჯი ვირი“. 

25 ოქტომბერს გვერდმა „ყოველდღიურმა მოვლენებმა“ აღნიშნული პოსტი კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა, რომელშიც სალომე ზურაბიშვილის ფოტოსურათს დართული ჰქონდა ერთ-ერთი მომხმარებლის დამცინავი კომენტარის სქრინი: „კიდეკაი საკვერცხედ არ მოიხსენია ერის მამა”.

მორალური კრიტერიუმებით გაკიცხვა. ზურაბიშვილის წინააღმდეგ მეორე გაყალბებული ციტატა მიზნად საქართველოს პრეზიდენტის მორალური კრიტერიუმებით გაკიცხვას ისახავდა. 

2020 წლის 23 ოქტომბერს ინდივიდუალური პროფილმა Alli Babaa-მ, რომელიც სავარაუდოდ ტროლია, რამდენიმე ჯგუფში გაავრცელა 2018 წელს შექმნილი გაყალბებული ციტატა, რომლის თანახმად, თითქოს საქართველოს პრეზიდენტს ყველაზე მეტად ღარიბი ქართველები ეზიზღება. აღნიშნული პოსტი შემდეგ ჯგუფებში გაზიარდა: Live Georgia, ხატია დეკანოიძე-ისნის მაჟორიტარად, Danmark-Georgien დანია-საქართველო Denmark-Georgia Данія-Грузія, მიხეილ სააკაშვილის შტაბი, Сухуми и сухумцы! ВСЕ КТО СЕБЯ СЧИТАЕТ ТАКОВЫМИ…, თეთრი და შავი.

მას შემდეგ, რაც ფაქტების გადამოწმების პლატფორმამ “მითების დეტექტორმა” ფეისბუკთან Third party Fact-Checking program-ის ფარგლებში ეს ინფორმაცია ფეისბუკზე ყალბად მონშნა, ციტატაის გაყალბების პირველი შემთხვევა თავად ანგარიშის მფლობელმა წაშალა, ხოლო მეორე შემთხვევაში პოსტი “მითების დეტექტორის” მასალასთან ერთად არის ხელმისაწვდომი. 

მსგავსი პოსტები

ფეისბუქზე “მთავარი არხის” ჟურნალისტის პროგრამულად დამუშავებული ფოტო ვრცელდება

ფეისბუქზე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის დამონტაჟებული ვიდეო ვრცელდება

ვინ არის გამოსახული ფოტოზე – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თუ რუსი პორნო მოდელი?

სოციალურ ქსელში გიული ალასანიასა და გიორგი ჩალაძის პროგრამულად დამუშავებული ფოტო ვრცელდება