ელ. ბიბლიოთეკაკვლევები და ანგარიშები

გენდერული დეზინფორმაცია 2023

გენდერული დეზინფორმაციის კვლევა მედიის განვითარების ფონდმა 2022 წელს დაიწყო და პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე, ამ მიმართულებით მედია ეკოსისტემის შესწავლას 2023 წელსაც აგრძელებს. როგორც მონაცემების ანალიზი აჩვენებს, ეს თემები ინდივიდუალური უფლებების ხელყოფის საკითხებსაც მოიცავს, პოლიტიკური დაპირისპირების ინსტრუმენტადაც გამოიყენება და ანტიდასავლური და ანტილიბერალური განწყობების გასაღვივებლად გლობალურ კონტექსტშიც იჩენს თავს.

წინამდებარე კვლევა წარმოადგენს შუალედურ ანგარიშს, რომელიც მხოლოდ გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებით მიზანმიმართულად გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას ან მანიპულაციურ შინაარსს შეეხება, მათ შორის ვიზუალურს. ცალკე ანგარიში დაეთმობა სექსისტურ სიძულვილის ენას, რომელსაც ყოველთვის ფაქტობრივი საფუძველი შეიძლება არ ჰქონდეს,თუმცა ქალთა უფლებებზე თავდასხმის, მათი სტიგმატიზების და დისკრიმინაციის გამოხატულებაჰქონდეს.

კვლევაში განხილულია ფაქტების გადამოწმების პლატფორმის „მითების დეტექტორის” მიერ საქართველოსა და რუსეთში 2023 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით გამოვლენილი გენდერული დეზინფორმაციის/მანიპულაციის შემთხვევები, გაანალიზებულია სამიზნეები, წყაროები და მავნე აქტორების მოქმედების ტაქტიკა. ანგარიში ორი თავისგან შედგება და საერთო რაოდენობრივი მონაცემების შემდეგ მასში გენდერული დეზინფორმაცია სამიზნეების მიხედვით არის გაანალიზებული.

სოციალური მედიის მონიტორინგისთვის გამოყენებულია ფეისბუქის ანალიტიკური ინსტრუმენტი Crowdtangle, ასევე Meta-ს მესამე მხარის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში საქართველოსა და რუსეთში „მითების დეტექტორის” მიერ გამოვლენილი ყალბი ინფორმაცია.

ავტორი: თამარ კინწურაშვილი
სოციალური მედიის მონიტორი: მარიამ ქავთარაძე
ანგარიში ეყრდნობა „მითების დეტექტორის” ფაქტების ანალიტიკოსების მიერ მომზადებულ მასალებს
ფაქტების გადამოწმებაზე მუშაობდნენ: თინა თვაური, ანი ქისტაური, დავით რობაქიძე, მარიამ ტალახაძე, არაბელა კორძახია, ქეთი ხუციშვილი, ნუცა ძანძავა, პოლინა კულიში,მარიამ რამაზაშვილი
დიზაინი: ბესიკ დანელია
გარეკანის ფოტო: Shutterstock
ბმული: გენდერული დეზინფორმაცია 2023    

მსგავსი პოსტები

სექსისტური ენა და გენდერული დეზინფორმაცია 2023

ანტიგენდერული და ანტი-ლგბტქი მობილიზება საქართველოში - 2023

სიძულვილის ენა წინასაარჩევნო დისკურსში, საპრეზიდენტო არჩევნები 2018

სიძულვილის ენისა და ანტიდასავლური განწყობების მონიტორინგი წინასაარჩევნო დისკურსში