ანგარიში ასახავს სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციულ გამოხატვას მედიასა და საჯარო სექტორში
გამოცემა მოიცავს ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური უმცირესობების გაშუქების, სექსისტური გამოხატვისა და გენდერული დისკრიმინაციის მონიტორინგის შედეგებს 2013 წლის 15 აპრილიდან 15 აგვისტოს პერიოდში 6 გაზეთის; 6 ტელევიზიის დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვებებისა და თოქ-შოუების, ასევე მედია-კავშირ ” ობიექტივის” პრაიმ-ტაიმის თოქ-შოუს მაგალითზე. გამოცემაში მოწოდებულია სტატისტიკური მიგნებები, განხილულია ცალკეული მაგალითები, მოწოდებულია ეთიკური თვითრეგულირების სტანდარტები. ცალკე თავად არის წარმოდგენილი პროფესიული სტანდარტები და ტერმინთა განმარტება. გამოცემა დაეხმარება დისკრიმინაციის საკითხებით, მედიით დაინტერესებულ პირებს, ასევე მედიის მიმართულების ლექტორებსა და სტუდენტებს.
გამოცემის თარიღი: ოქტომბერი, 2013 წელი
გამომცემელი: მედიის განვითარების ფონდი
გამოცემა მომზადდა პროექტის ”ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში” ფარგლებში, რომელიც ხორციელდებოდა საქართველოს გაეროს ასოციაციისა და ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მიერ აშშ-ს საერთა- შორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით; კვლევაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნით ავტორებს და შეიძლება არ ასახავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის პოზიციას.
ბმული: სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციული გამოხატვის მონიტორინგი ქართულ მედიაში