არქივი

დისკუსია გენდერულ საკითხებზე NIMD-ის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობაში

25 მარტს მრავალპარტიული დემოკრატიისათვის ნიდერლანდების ინსტიტუტის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობამ (NIMD) გამართა დისკუსია თემაზე – „გენდერული თანასწორობის პრობლემატიკის გაშუქება ქართულ მედიაში“.

მედიის განვითარების ფონდის ექსპერტმა, ქეთევან მსხილაძემ დისკუსიის მონაწილეებს წარუდგინა პრეზენტაცია, რომელიც ორგანიზაციი მიერ 2011 და 2012 წლებში ჩატარებული კვლევების შედეგად გამოვლენილ პრობლემებს ასახავდა. ქალბატონმა ქეთიმ ხაზი გაუსვა ორ უმნიშვნელოვანეს საკითხს კერძოდ, რომ ხშირად ქალთა გაშუქება მედიაში ხდება მხოლოდ მსხვერპლის სახით და მეორე, რომ არსებობს “ქალის” და “მამაკაცის” თემების ცნება, რაც გულისხმობს ქალების მიერ მხოლოდ მსუბუქ თემებზე საუბარს მაგალითად – კულტურა, მოდა, ამინდი, სამზარეულო და სხვა.

დისკუსიაში მონაწილე პოლიტიკური პარტიების, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდა განეხილათ ზემოაღნიშნული საკითხები და თანამშრომლობის შესაძლო საშუალებები.

მსგავსი პოსტები

ფორუმი "ქალები ცვლილებებისთვის" საარჩევნო პლატფორმების გენდერმგრძნობელობას დაეთმო

ბლოგერების კონკურსში გამარჯვებულთა დაჯიდლოვების ცერემონია გაიმართა

ახალქალაქში ქალთა სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ დისკუსია გაიმართა

"ქალები ცვლილებებისთვის" - კონკურსი ბლოგერებისთვის ადგილობრივი ლიდერი ქალების გამოსავლენად