1900-1987
დაიბადა ქუთაისში. ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის ს. აიდაროვისა (1916-1917) და თბილისის გ. ჯაბადარის (1918-1920) დრამატულ სტუდიებში. სხვადასხვა დროს იყო თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრის (1920-1926), ბათუმის თეატრისა და თბილისის „მუშათა თეატრის“ (1926-1928), ქუთაისი-ბათუმის აკადემიური დრამის, რომელსაც კოტე მესხი ხელმძღვანელობდა (1928-1932), მსახიობი. ქუთაისის თეატრში “ურიელ აკოსტაში” ივდითის დაუვიწყარი სახე შექმნა. 1932-1933 მუშაობდა მოსკოვის „რეალისტურ თეატრში”, სადაც მ. გორკის „დედაში” სოფიას როლი შეასრულა. 1933 წელს თბილისში დაბრუნების შემდეგ, სიცოცხლის ბოლომდე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში საქმიანობდა, 1957-1959 წლებში კი თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი გახდა.
შემოქმედებითი საქმიაობის მანძილზე ვერიკო ანჯაფარიძემ არაერთი განსაკუთრებული სასცენო და კინო სახე შექმნა: ოფელია (“ჰამლეტი”), დეზდემონა (“ოტელო”), მარგარიტა (“მარგარიტა გოტიე”); ეკრანული სახეები – მარო (“საბა”), რუსუდანი (“გიორგი სააკაძე”), ოთარაანთ ქვრივი (“ოთარაანთ ქვრივი”) და სხვა.
საქართველოს ეროვნული არქივი:
ვერიკო ანჯაფარიძის მოგონება ნატო ვაჩნაძეზე, 1973წ.
ვერიკო ანჯაფარიძის მოგონება ელ. ჩერქეზიშვილზე 1963წ.